აქტუალური
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გივი ჭიჭინაძე აირჩიეს

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე გახდა.

კომიტეტმა პირველი მოადგილე გუშინდელ სხდომაზე აირჩია.

გივი ჭიჭინაძე დიასპორის საკითხთა კომიტეტში უკვე გაწევრიანდა, შესაბამისი მიმართვა ბიუროს წარედგინა.

დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.