უცხოეთი
ერდოღანმა ტრამპი თურქეთში მიიწვია

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპი თურქეთში მიიწვია. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერს თურქეთში 2019 წელს ელოდება. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჯერ ვიზიტი დაგეგმილი არ არის, თუმცა ადმინისტრაცია ამ შესაძლებლობას შეისწავლის.

როგორც თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ერდოღანმა ტრამპი თურქეთში სატალეფონო საუბრისას მიიპატიჟა. მხარეებმა მოლაპარაკებების დროს სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის საკითხი განიხილეს.

ტრამპის განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცების გასვლის შემდეგ, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში მოწინავე პოზიციას თურქეთი დაიკავებს.

1tv.ge