უცხოეთი
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინელი ფიზიკური პირებისა და უკრაინული კომპანიების წინააღმდეგ შემზღუდველი ზომების დაწესებას ითვალისწინებს.

დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ე.წ. შავი სიის გაფართოების გადაწყვეტილება რუსეთის ინტერესების დაცვის მიზნით იქნა მიღებული.

რუსეთში ამბობენ, რომ სანქციები არის პასუხი უკრაინის ხელისუფლების ანალოგიურ ქმედებაზე.

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2015 წელს დააწესა და მას შემდეგ რამდენჯერმე გააფართოვა.

1tv.ge