საზოგადოება
საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი მამაკაცი მოკლეს, ორი კი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა ორთაჭალაში მოხდა. დაღუპულები 30 წლამდე არიან. მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიაყენეს. დაპირისპირების დროს ასევე ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.