საზოგადოება
„მის საქართველო 2018“ 25 წლის ნინი გოგიჩაიშვილი გახდა

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ჟიურის გადაწყვეტილებით მის საქართველო 2018“ 25 წლის ნინი გოგიჩაიშვილი გახდა, ხოლო ვიცე მის საქართველო 2018“ - 24 წლის თაკო ადამია.

„მის საქართველო“-ს სამოდელო სააგენტო იმიჯ ცენტრი 2003 წლიდან ატარებს. წელს ის მეთექვსმეტედ გაიმართა. ფინალურ ეტაპზე ტიტულს ერთმანეთს 20 გოგონა ეცილებოდა.