სამართალი
შს მინისტრი დაკავებული უკრაინელების შესახებ - სამართალდამცველებმა კიდევ 14 ადამიანის ქვეყანაში შემოსვლა აღკვეთეს

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ უკრაინელებს ვერ დავარქმევდი „ბოევიკებს“, თუმცა ყველა სპეციფიკური გამოცდილების მქონე ხალხი იყო, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატ ნუკრი ქანთარიას, რომელმაც მინისტრს შეკითხვა დაუსვა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს ორ სასტუმროში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, როდესაც შვიდი ადამიანი დააკავეს.

შს მინისტრის თქმით, სამართალდამცველებმა მსგავსი პროფილის მქონე 14 ადამიანის შემოსვლა აღკვეთეს.

ვერ დავარქმევდიბოევიკებს“, ხმამაღალი დასახელებაა, თუმცა საკმაოდ მაღალი რისკის მატარებელი, უფრო სწორად, ყველა ძალზე სპეციფიური გამოცდილების მქონე ხალხი იყო. დღეს შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ სამართალდამცავთა ორგანოებმა, მათ შორის შსს-, აღკვეთა დამატებით 14 მსგავსი პროფილის ადამიანის შემოსვლა საქართველოში. მოგეხსნებათ, რომ გარკვეული საუბრები იყო, მათ შორის ინტერნეტმედიაში, ეს იყო უბრალოდ პრევენციის სახით იძულებული მოქმედება, რომ მსგავსი პროფილის ქვეყნისთვის იმ მომენტში არასასურველი სპეციფიური გამოცდილებისა და ცოდნების ადამიანები იყვნენ, იძულებულები გავხდით, ისინი ქვეყანაში არ შემოგვეშვა და ასეთი 14 პიროვნება იყო იდენტიფიცირებული. მცდელობები იყო შემდგომ იგივე პირების საზღვრებიდან შემოსვლა, თუმცა ჯერ ვართ იქ, სადაც ვართ და ამაზე მეტი საუბარი ამ ტრიბუნიდან უბრალოდ ზედმეტია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის პისტოლეტებ, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.