პოლიტიკა
მუამარ კადაფის შვილი პუტინს ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერას სთხოვს

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის შვილმა საიფ ალ-ისლამ კადაფიმ რუსეთის პრეზიდენტს წერილი მისწერა, რომელშიც ვლადიმერ პუტინსა და მოსკოვს ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერას სთხოვს. ინფორმაციას Bloomberg მოსკოვურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისასალმებელ წერილში 46 წლის საიფ ალ-ისლამმა დაწერა, თუ როგორ ხედავს ლიბიის სამომავლო განვითარებას. ის იმედოვნებს, რომ ოფიციალური მოსკოვი მას ფინანსურ დახმარებას გაუწევს და შუამავლის როლს შეასრულებს ლიბიის ცენტრალური ხელისუფლების ლიდერებთან მოლაპარაკებებში.

Bloomberg აღნიშნავს, რომ საიფ ალ-ისლამ კადაფი ლიბიის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.