აქტუალური
2018 წელს საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე იტალიაში, გერმანიასა და კვიპროსში არ შეუშვეს

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. 2018 წლის აგვისტო-ნოემბრის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 411 მოქალაქის დეპორტი განხორციელდა. ამის შესახებ შს სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.

საქართველოს ყველაზე მეტი - 152 მოქალაქის დეპორტი გერმანიიდან მოხდა. მეორე ადგილს იკავებს ავსტრია 74 მოქალაქით, ხოლო მესამე ადგილს საფრანგეთი - 70 მოქალაქით.

რაც შეეხება შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების არშეშვების მონაცემებს, აგვისტო-ნოემბრის მდგომარეობით, უარი საქართველოს 603 მოქალაქეს ეთქვა. საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე იტალიაში (158), გერმანიასა (69) და კვიპროსში (69) არ შეუშვეს.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის შემოღებიდან დღემდე ევროკავშირის/შენგენის ზონაში 335000-ზე მეტმა მოქალაქემ 550 000-მდე ვიზიტი განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლება აქვთ.