საზოგადოება
ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მხარდამჭერ აქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკელი კონგრესმენები ტედ პო და ერი კონოლი კონგრესის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

საქართველო დემოკრატიის შუქურაა მსოფლიოს ისეთ ნაწილში, რომელიც დიდი ხანია, იბრძვის საბჭოთა მემკვიდრეობის განადგურებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 1991 წელს წარმატებულად მიაღწია დამოუკიდებლობას, მოსკოვი დაჟინებით ცდილობდა პატარა ქვეყნის საკუთარ ორბიტაზე დაბრუნებასსაქართველოს ტერიტორიების მესამედზე ოკუპაციისა და შეჭრის გზითაც. როგორც საქართველოს მეგობრები, ვალდებული ვართ, დავეხმაროთ ქართველ ხალხს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ვამაყობ, რომ ვუერთდები ჩემს კოლეგა კონგრესმენ ერი კონოლის საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებაში. ეს მნიშვნელოვანი კანონი არა მხოლოდ ძლიერი გზავნილია კრემლისთვის, რომ კონგრესი ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დარღვევას, არამედ მზად ვართ, ეს ქმედებით გავამყაროთ.

ამ კანონის მიღებით ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს შესაძლებლობას, დაიცვას საკუთარი თავი და ნაბიჯს ვდგამთ რუსეთის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ქართველი ხალხის უფლებებს უხეშად არღვევენ“, – აცხადებს ტედ პო.

ამაყი ვარ, რომ პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც აძლიერებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს სენსიტიურ რეგიონში.

ეს კანონი არის აშშ- მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, განგრძობადი დემოკრატიული განვითარების, უსაფრთხოების, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირისპირ მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება.

საქართველოს მხარდამჭერი აქტი ეფუძნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რაც გულისხმობს სანქციების დაწესებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უფლებებს არღვევენ“, – აცხადებს ჯერი კონოლი.

აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა. საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. ამასთან, აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.