სამართალი
როდესაც ვიკითხავთ, მაგალითად, სახელმწიფოს დამხობა კანონიერი მეთოდებით რას ნიშნავს, იქ გავაგრძელოთ საუბარი შერჩევით სამართალზე - გიორგი გახარია

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. როდესაც ვიკითხავთ, მაგალითად, სახელმწიფოს დამხობა კანონიერი მეთოდებით რას ნიშნავს, იქ გავაგრძელოთ საუბარი შერჩევით სამართალზე, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა. დეპუტატების ერთ-ერთი შეკითხვა ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარე ინციდენტებს, ველისციხეში პოლიციის მობილიზებას და დავით კირკიტაძის დაკავებას ეხებოდა.

ინაუგურაციის ნაწილში ზოგიერთს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც, მაგალითად, რატომ იყო მიღებული ის გადაწყვეტილებები. ერთ რამეს გეტყვით, პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც მოხდა 16-ში და 16-ში მოხდა მარტივი რამოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა წინა დღეს დააანონსა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და ინაუგურაციის დღეს თავს დაესხა პოლიციას.

ჩემთვის ეს საკმარისია იმისთვის, რომ საერთოდ არანაირი კითხვის ნიშნები არ მქონდესეს იყო აბსოლუტურად განზრახული პოლიტიკური აქტი.

მეგობრებო, შეხედეთ, მარტივი რამ ხდებამე ვამბობ, რომ ხვალ მე ჩავშლი ინაუგურაციას. ინაუგურაციის ჩაშლა არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტი. შემდგომ ამ პოლიტიკური აქტის განსახორციელებლად თავს ვესხმი პოლიციელს. როდესაც გვაქვს სურვილი, რომ ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავიც და მხნეობაც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა, ის პერიოდი, რამდენიც საჭიროაასეა, ყველაფერს აქვს თავისი ფასი. პოლიციელზე თავდასხმასაც, ინაუგურაციის ჩაშლასაც და სახელმწიფოს დამხობასაც, თუნდაც კანონიერი მეთოდებით. როდესაც ვიკითხავთ, მაგალითად, სახელმწიფოს დამხობა კანონიერი მეთოდებით რას ნიშნავს, აი იქ გავაგრძელოთ მერე საუბარი შერჩევით სამართალზე.

16-ში რაც მოხდა, ამაზე პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ, პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმაზე, რომ ინაუგურაცია ექსცესების გარეშე ჩატარდა და მიზანი, რომელიც იყო ინაუგურაციის ჩაშლა, რომელიც იყო გაცხადებულიეს მიზანი ვერ შესრულდა. ამაზე პასუხისმგებლობას ვგრძნობ და შემდგომში შემიძლია ვიდავო, რომელი პასუხისმგებლობა უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ანგარიშგასაწევია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.