საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. 2018 წლის 20 დეკემბრის დიდი პრესკონფერენციის მიმდინარეობისას რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უპასუხა შეკითხვას, რა ხდება უკრაინაში ეკლესიასთან დაკავშირებით:
„ის, რაც დღეს მართლმადიდებლობაში ხდება, ყოვლად გაუგებარია. ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევაა საეკლესიო, რელიგიურ ცხოვრებაში. ასეთი რამ საბჭოთა კავშირის დროიდან არასოდეს ყოფილა. აი, უკრაინაში, სამწუხაროდ, ეს ახლა ხდება, შექმნეს ეს სტამბულის სამრევლოს გაერთიანებული რასკოლნიკური ეკლესია. ანუ - მოსკოვის სამრევლოში ყოფნა არ მოსწონთ, სტამბულის სამრევლოსი იქნება.
თანაც, ყურადღება მიაქციეთ: მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია სრულიად დამოუკიდებელი იყო. იქნებ ამის შესახებ ბევრმა არც კი იცის, ეს, ფაქტობრივად, სრულიად დამოუკიდებელი ეკლესიაა. ისინი ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებდნენ, მათ შორის, იერარქებს ირჩევდნენ. ერთადერთი კავშირი სულიერი კავშირი იყო - ქადაგებებში მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქს მოიხსენიებდნენ ხოლმე. ეს იყო და ეს. ახლა კი ნახეთ, თურქეთზე და თურქეთის საპატრიარქოზე როგორი დამოკიდებული ხდება. იქ დანიშვნებიც არის, ძალიან ბევრი, და, რაც მთავარია, ფული. ვფიქრობ, ეს მთავარი მოტივია ბართოლომეოსისთვის - დაიქვემდებაროს ეს ტერიტორია, მერე კი ამაზე ფულიც აკეთოს. ვფიქრობ, ეს მთავარი მოტივია, ცხადია, ვაშინგტონიდან კარნახის გარდა. ის ამბავი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანმა კიევში დარეკა და ამ თემაზე ისაუბრა - არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, სრულიად დაუშვებელი რამ არის. მიუხედავად ამისა, ეს მაინც ხდება და ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ესეც წინასაარჩევნო კამპანიის მოახლოებისას კეთდება, რუს და უკრაინელ ხალხებს შორის განხეთქილების შემდგომი გაღრმავების მიზნით. ამას უპირობოდ პოლიტიკური სარჩული აქვს და ამაში რელიგიური თავისუფლებისთვის, მთლიანობაში, კარგი არაფერია. ეს რელიგიური თავისუფლების აშკარა, უხეში დარღვევაა.
მე ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ამის კვალდაკვალ, უდავოდ, საკუთრების გადანაწილება დაიწყება, არსებითად, ეს უკვე მიმდინარეობს და შესაძლოა, ძალზე მძიმე ხასიათი მიიღოს, სისხლიანიც კი, ღმერთმა დაიფაროს, ძალიან არ მინდა, საქმე აქამდე მივიდეს. უბრალოდ, ის ხალხი მეცოდება, ვინც თავის ინტერესებს იცავს, ისინი დაუცველი და უიარაღო არიან. როგორც წესი, ეს ხანდაზმული ხალხია, ქალები. მაგრამ ამ გადანაწილების საფრთხე, ცხადია, არსებობს.“