უცხოეთი
ქერჩის ინციდენტის გამო აშშ უკრაინას დახმარებას $10 მილიონით უზრდის

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 10 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს. ამ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დახმარების მიზანი უკრაინის სამხედრო-საზღვაო პოტენციალის გაზრდაა. ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტს და მოსკოვს კიდევ ერთხელ მოუწოდებს პატივი სცეს უცხო ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

გარდა ამისა, ირკვევა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში უკრაინას დიდი ბრიტანეთი და ლიეტუვაც დაეხმარებიან.

imedinews.ge