სამართალი
არ შეიძლება, პოლიციელების შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა, ხელისუფლების მხრიდან საჭირო იყო პასუხი - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პოლიციელების შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა, საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან პასუხის გაცემა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადანაციონალური მოძრაობის წევრ დავით კირკიტაძესთან დაკავშირებით, რომელსაც გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მისი თქმით, დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პოლიციელების სხვადასხვა ფორმით შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა და ამის ტენდენცია გამოიკვეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამას სჭირდებოდა პასუხი და ეს პასუხი გაეცა კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ასე უნდა მოქმედებდეს. დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა, ეს არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან პასუხის გაცემა. ოპოზიციისთვის ალტერნატიული გზა იყო შეთავაზებული, რომელსაც 20 წუთით მეტი სჭირდებოდა, თუმცა აშკარად ოპოზიციას იმ დღეს ჰქონდა თვითმიზანი, მოეწყო პროვოკაცია. ეს მათ შეძლეს, შეძლეს პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.