სამართალი
აშშ-ის სენატორებმა რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისაკენ მოუწოდეს

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. 40-ზე მეტმა ამერიკელმა სენატორმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შავ ზღვაში რუსეთის წინააღმდეგ მრავალეროვანი ოპერაციის ინიცირების მოთხოვნით მიმართა.

მრავალეროვანი ოპერაციის ორგანიზაციას თავისუფალი ნაოსნობისათვის შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში, მილსადენჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაუქმებასთან შეთავსებით, შეუძლია შეაჩეროსრუსეთის აგრესიული ქმედებებიქერჩის სრუტეში. „სწორედ ასეთი პასუხი უნდა დაინახოს პუტინმა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ავტორმა რეზოლუციისა, რომელიც ქერჩის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის დაცვისა და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტის შეჩერებისაკენ მოუწოდებს, რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა. მიმართვას სულ 41-მა სენატორმა მოაწერა ხელი.

მათი აზრით, ეს აუცილებელია თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების და ორმხრივი შეთანხმებების მხარდაჭერის დემონსტრირებისათვის. აღნიშნულია, რომ სხვა ქვეყნებმა აუცილებლად უნდა მოიგერიონ რუსეთის მეტისმეტი პრეტენზიები სუვერენიტეტზე“.

რეზოლუცია მოუწოდებს ნატოს, გაზარდოს თავისი ყოფნა შავ ზღვაში, აგრეთვე მოუწოდებს ევროპელ მოკავშირეებს და პარტნიორებს, უარი უთხრან რუსეთის სამხედრო ხომალდებს თავიანთ პორტებში შესვლაზე სურსათის და საწვავის მარაგების შესავსებად.

ასევე ლაპარაკია უკრაინისათვის უსაფრთხოების სფეროში დამატებითი დახმარების გაწევაზე, განსაკუთრებით, ზღვაზე უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერების ნაწილში“.