რელიგია
წმინდა სინოდის სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში 27 დეკემბერს გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, წმინდა სინოდის სხდომა წელს მეორედ გაიმართება. სინოდის წევრები ბოლო პერიოდში დაგროვილ, ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ. სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს და იგი 12:00 საათზე დაიწყება.

წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილება ეკლესიის წიაღში მიმდინარე საკითხები, მათ შორის, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით უკრაინის საეკლესიო საკითხების განხილვას“, – განაცხადა მამა მიქაელმა.