პოლიტიკა
ჩემს ოჯახს საბჭოთა რეჟიმის გამო მოუხდა ქვეყნის დატოვება. ჩემი მთავარი კონკურენტი საბჭოთა დიპლომატია! - საქართველოს პრეზიდენტი

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველომ თანამედროვეობა და ევროპა აირჩია, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ რადიოსადგურ RTL-თან ინტერვიუში გააკეთა.

როგორც ინტერვიუს წინასიტყვაში ჟურნალისტი წერს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ოპოზიციის პროტესტის ფონზე გაიმართა.

საინაუგურაციო სიტყვაში სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ საქართველოს ევროპულ კურსს დაიცავს“, – წერს ჟურნალისტი.

ჩვენ ავირჩიეთ ევროპული გზა, ხედვა თანამედროვე მომავლისკენ, ჩემი არჩევაც სწორედ ამის ნიშანია. ჩემს ოჯახს საბჭოთა რეჟიმის გამო მოუწია ქვეყნის დატოვება. იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. თუმცა, ახლა საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება“, – ამბობს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციის პროტესტი მისთვის მოსალოდნელი იყო, რადგან კამპანია ძალიან ხისტი იყო.

ჩემი მთავარი კონკურენტი საბჭოთა დიპლომატია. ის მუშაობდა რუსეთში, არის რუსეთის ინტერესების დამცველი და გამტარებელი. საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურმა ჩართვამ და ხედვამ მაიძულა, რომ მიმეღო ეს გადაწყვეტილება და წავსულიყავი მათ წინააღმდეგ“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

ამავე ინტერვიუში ზურაბიშვილი ამბობს, რომ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

დღეს არჩევანი გავაკეთე, ანუ როგორც იცით, მე აღარ მაქვს საფრანგეთის მოქალაქეობა, რამეთუ ასეთია კონსტიტუციით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნა. ახლა ვარ მხოლოდ და მთლიანად ქართველი“, – ამბობს ინტერვიუში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.