აქტუალური
პუტინი: იზრდება ბირთვული ომის საფრთხის არასათანადოდ შეფასების ტენდენცია

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სულ უფრო იზრდება შეიარაღებისა და ბირთვული ომის საფრთხის არასათანადოდ შეფასების ტენდენცია. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყოველწლიურ გაფართოებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს საფრთხეები, კერძოდ, გამალებული შეიარაღების კონტროლის სისტემის ჩამოშლა.

ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, რომ ანტიბალისტიკური შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ რუსეთი საპასუხოდ იძულებული გახდა, შეექმნა სისტემები, რომლებიც დაძლევდა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს. შედეგად რუსეთმა უპირატესობა მიიღო, ვინაიდან შეიარაღების ასეთ სისტემებს ჯერჯერობით სხვა ქვეყნები არ ფლობენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, პუტინი მიიჩნევს, რომ ეს არის შეკავების ელემენტი სტრატეგიული ბალანსის შესანარჩუნებლად.

პრეზიდენტის თქმით, აშშ ახლა უკვე საშუალო და მოკლე რადიუსის მოქმედების მქონე რაკეტების გაუვრცელებლობის შეთანხმებიდან გასვლას განიხილავს.

და თუ ეს რაკეტები ევროპაში გამოჩნდება? რა უნდა გავაკეთოთ?! უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება გარკვეული ნაბიჯებით“, - აცხადებს პუტინი.