აქტუალური
მთავრობამ პრეზიდენტს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიას კანდიდატურა წარუდგინა

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას კანდიდატურა წარუდგინა. განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 18 დეკემბერს მოაწერა ხელი.

ვლადიმერ ჩაჩიბაია 2016 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსია. 16 დეკემბერს ამოქმედებული ახალი კონსტიტუცია კი თავდაცვის სფეროში რეფორმებს ითვალისწინებს. კონსტიტუციაში ტერმინი საქართველოს სამხედრო ძალები და საქართველოს შეიარაღებული ძალები“ – „საქართველოს თავდაცვის ძალებით შეიცვალა, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა – საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობით.

თავდაცვის ძალების მეთაურს მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი.