პოლიტიკა
ლუკაშენკო: ფაშინიანს ვუთხარი, რატომ შეიყავი-მეთქი ენა ერთ ადგილას?!

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ბელარუსის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები განაგრძობენ რუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სენსაციური გამოსვლის პუბლიკაციას. კერძოდ, ბელარუსის ლიდერმა უამბო სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან დიალოგის შესახებ, რომლის დროს პასუხი გასცა მის უკმაყოფილებას აზერბაიჯანისათვის იარაღის მიყიდვის გამო.

„მე მას პუტინის თანდასწრებით ვუთხარი: ნიკოლ, მოდი, საბოლოოდ გავარკვიოთ. ვის უკავია პირველი ადგილი აზერბაიჯანთან იარაღით ვაჭრობის საქმეში? ვის? პასუხი - რუსეთს. მაშ, რატომ შეიყავი ენა ერთ ადგილას? უთხარი მას, გააკრიტიკე ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი. აა, გეშინია?“, - თქვა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერმა შეახსენა ფაშინიანს, რომ მეორე ადგილი აზერბაიჯანისათვის იარაღის მიყიდვაში ისრაელს ეკუთვნის, მესამე - თურქეთს. და მხოლოდ მეოთხე თუ მეხუთე ადგილი, ისიც „პოლონეზების“ გათვალისწინებით, უკავია ბელარუსს. „თუ „პოლონეზები“ არ იქნება, მეათენი ვიქნებით. ჰოდა, რატომ ესხმი თავს ბელარუსს? შენიანს უტევ, რომ სხვებმა გაიგონ? აბა, მითხარი, და გავჩუმდები“, - დასძინა ლუკაშენკომ.