საზოგადოება
ლავროვი საქართველოსთან კავშირის გაწყვეტის წინააღმდეგია

 საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოსთან ურთიერთობების გაწყვეტას, რის შესახებაც მან გამოცემა Комсомольская правда-სთან ისაუბრა.

გამოცემის ჟურნალისტმა მინისტრს საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება შესთავაზა საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზებისა და, ასევე, სკანდალურად ცნობილი „ლუგარის ლაბორატორიის“ გახსნის პასუხად, რაზეც ლავროვმა განაცხადა: კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმგვარი საგარეო პოლიტიკისა, რომელიც გამოიხატებაჩვენ გვაწყენინეს და, მოდით, ყველა ურთიერთობა გავწყვიტოთ“. მაშინ ამერიკასთანაც უნდა გავწყვიტოთ ურთიერთობა, მაშინ ინგლისთანაც უნდა გავწყვიტოთ ურთიერთობა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ და რუსეთმა რამდენიმე მიმართულებით ააწყვეს ავიამიმოსვლა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების ნაკადი, ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები.

წარმოიდგინეთ, ჩვენ ეს ყველაფერი გავწყვიტეთ თქვენი ახლობლების გულისთვის, რომლებიც რატომღაც ნაწყენები არიან, ბაზა კი მაინც აშენდა, ბატალიონები მაინც მომზადდა და ბიოლაბორატორიაც მაინც მუშაობს. და რა? თქვენ გსურთ, მოვახრჩოთ საქართველო? რისთვის? ამბობთ, საქართველოს მოსახლეობის 40% რუსეთთან კავშირის მომხრეაო და თუ ამ კავშირებს გაწყვეტთ, იქნება არა ორმოცი, არამედ ორი პროცენტი“, – განმარტა ლავროვმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ რუსეთი კვლავაც უჭერს მხარს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“, რომლებსაც საკუთარ მოკავშირეებად განიხილავს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობ 2008 წლის აგვისტოს ომის მერე, მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

Sputnik-Georgia