საზოგადოება
პარლამენტის ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის მიუხედავად, პლენარული სხდომები ქუთაისში გრძელდება

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტის ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის მიუხედავად, პლენარული სხდომები ქუთაისში გრძელდება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე თბილისის პარლამენტის შენობა პლენარული სხდომების ჩასატარებლად მზად არ არის.

ყველა შემთხვევაში ქუთაისში უნდა გაიმართოს სხდომა, რადგან ინფრასტრუქტურა არ არის თბილისში მოწყობილი”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ბიუროს წევრებმა საკითხს კენჭი უყარეს და გადაწყდა, რომ სხდომა ქუთაისში გაიმართება.