აქტუალური
სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში მედიასთან ერთად მივა

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ლაშა ჟვანიამ გუშინ განაცხადა, პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციას მედიასთან ერთად მოინახულებს.

ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, რომ ათონელის რეზიდენციის საპრეზიდენტო ფლიგელი ჯერ არ არის დასრულებული, თუმცა უკანა მხარეს მდებარე ფლიგელი სრულად დასრულებულია და პრეზიდენტი საქმიანობას დროებით იქ დაიწყებს.

ხვალიდან უკვე ადმინისტრაციის ფლიგელი მოეწყობა. რამდენიმე საკითხია გადასაწყვეტი. ინტერნეტი გაყვანილია, ავლაბრის რეზიდენციიდან ნელ-ნელა გადმოვიტანთ კომპიუტერულ ტექნიკას. ნაწილობრივ, ავლაბრის რეზიდენციაში შენარჩუნდებიან ის პირები, რომლებიც საჭიროა ადმინისტრაციის მუშაობისთვის. ყველაფერი ნელ-ნელა, წყნარი ნაბიჯებით არის გასაკეთებელი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობაში რაიმე პრობლემა არ შეიქმნას”, - განაცხადა მან.

ამასთან, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ მისი დანიშვნის ბრძანებაზე ხელი არ მოუწერია.

მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია, თანამშრომლებს შევხვდე. ასევე, ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ადმინისტრაციის დებულებაში ცვლილებებია შესატანი. ათონელის რეზიდენციას დავათვალიერებთ”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.