უცხოეთი
მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ფეთჰულა გიულენის გადაცემის საკითხს განიხილავს

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთისთვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ბრალდებულ, ფეთჰულა გიულენის გადაცემის საკითხს განიხილავს.

როგორც ჩავუშოღლუმ განაცხადა, დონალდ ტრაპი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ექსტრადირებას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს არგენტინაში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას დაჰპირდა.

„არგენტინაში ტრამპმა უთხრა ერდოღანს, რომ აშშ-ი მუშაობს გიულენისა და სხვების გადაცემის საკითხზე“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. არშემდგარი ამბოხის შემდეგ,თურქეთის ხელისუფლებამ ათობით ათასი ადამიანი გიულენის ორგანიზაცია „ფეთოსთან“ კავშირში დაადანაშაულა, მათი ნაწილი დააპატიმრა, ნაწილი კი სამსახურიდან დაითხოვა.

1tv.ge