პუბლიკაციები
გვთავაზობთ, საქართველო „დავახრჩოთ“?! რისი გულისთვის? - სერგეი ლავროვი

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტა ვერ მოაგვარებს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა თბილისის ნატოსთან თანამშრომლობის გააქტიურება. „წარმოიდგინეთ, ურთიერთობა გავწყვიტეთ, ბაზა კი მაინც ააშენეს, ბიოლაბორატორია (რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი) მაინც მუშაობს, და რა?! მიგაჩნიათ, რომ უნდა ვუპასუხოთ, რათა საკუთარი „მე“ ვაჩვენოთ?! გვთავაზობთ, საქართველო „დავახრჩოთ“?! რისი გულისთვის?“, - ასე უპასუხა მან წამყვანების შესაბამის შეკითხვას რადიოსადგურ „კომსომოლსკაია პრავდას“ პირდაპირ ეთერში.

ლავროვმა აღნიშნა რფ-სა და საქართველოს შორის ტურიზმის და ვაჭრობის აქტიური განვითარება: „დაფრინავენ სავსე თვითმფრინავები, ტურისტები დაფრინავენ. ვაჭრობა თავის სიმაღლეზეა, ჩვენ, მგონი, საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი ვართ, - მიუთითა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, - რეგულარული გახდა ღონისძიებების ჩატარება სამოქალაქო საზოგადოებების ხაზით“.