პუბლიკაციები
საქინფორმი: „ქართული ოცნება“ თბილისელების ხმებს თბილისის მერიის შეცდომების გამო დაკარგავს!

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. საქინფორმის რედაქცია პასუხობს შეკითხვებს, რომლებსაც მკითხველები გასულ კვირას ყველაზე ხშირად სვამდნენ.

- თუ „ქართული ოცნება“ ისევ ლეთარგიულ ძილს მიეცემა შემდეგ არჩევნებამდე (საპარლამენტო, 2020 წელს), ალბათ, ვეღარც გაიღვიძებს. ინაუგურაცია, ახალი წელი, შობა, „ძველი“ ახალი წელი - და აი, უკვე 2019 წლის იანვრის მეორე ნახევარში ვართ ყველა გადაუწყვეტელი პრობლემით, ლარით, რომელიც იაფდება და მთავრობით, რომლის განახლებას „ქართული ოცნება“, კობახიძისა და კალაძის განცხადებით, თურმე ნუ იტყვი, არ აპირებს, რაც მეტად უცნაურია...

საქინფორმი: „უცნაურია, რომ საქართველო - წყლის რესურსებით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა და მსოფლიოში პირველია მილიონერთა რაოდენობით ორმილიონნახევარი ნახევრად მშიერი მოსახლეობის ერთ სულ მოსახლეზე, რომელთაგან ორი მესამედი - უმუშევრები, ბავშვები და პენსიონერები არიან. სწორედ ეს უმუშევრები გახლავთ პოტენციური „ყვითელი ჟილეტები“!

სხვათაშორის, „ყვითელი ჟილეტები“ დიდი ხანია, თბილისში არიან და მხოლოდ სიგნალს ელოდებიან - ეს გახლავთ მეპარკინგეები, რომლებიც კარგა ხანია, ამინდს ქმნიან დედაქალაქში და რომლებიც დღეს უკიდურესად უკმაყოფილო არიან თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, რომელიც ავალდებულებს მათ, ხელახლა წარადგინონ საბუთები საკონკურსოდ. თბილისელი ავტომძღოლის დღე პრაქტიკულად დამოკიდებულია პარკინგზე, რადგან მანქანის დასაყენებელი ადგილი ქალაქში საჭიროზე ათასჯერ ნაკლებია და ისინი კიდევ უფრო ნაკლები გახდა სრულიად ცარიელი ორზოლიანი ველობილიკების და ძირითადად ცარიელი საავტობუსე ზოლების გამო.

ახლა წარმოიდგინეთ ავტომფლობელი გაღიზიანებული მოქალაქე, რომელიც საათობით საცობებში ღოღვის და გაძვირებული ბენზინის ფუჭად დაწვის შემდეგ სახლთან ავტომობილს ვერსად აყენებს, ან სამსახურში აგვიანდება, ან სასურსათო მაღაზიაში ვერ შეივლის სამუშაოს შემდეგ! პროდუქტებით სავსე ჩანთების კილომეტრზე თრევა ავტომობილამდე სრულიად „არაევროპულია“, მაგრამ ეს კიდევ არაფერი! მაგრამ თუ გულის უკმარისობისაგან კვდები, ანდა ოჯახში სასწრაფოდ ელოდებიან წამლის მოტანას, აფთიაქები ყოველ ნაბიჯზეა, მაგრამ მანქანის გაჩერება მხოლოდ კილომეტრების იქით შეიძლება?!

   განა გასაკვირი იქნება, თუ ამის შემდეგ ავტომფლობელები - მათმა რაოდენობამ კი თბილისში დიდი ხანია, მილიონს გადააჭარბა! - იყიდიან ყვითელ ლუმინესცენციურ ჟილეტებს, რომლებიც ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება, და მიტინგებზე გამოვლენ?!