საზოგადოება
„ველოდები, რომ რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება შეიცვალოს“

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთისგან ელის, რომ საქართველოს მიმართ მტრული დამოკიდებულება შეიცვალოს.

ჯერ ერთი, მე მგონი, კარასინი არ უნდა იყოს პოლიტიკური პირი, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. მეორე, მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ველოდები, რომ შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის საპასუხოდ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორია მისი პოზიცია კარასინის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ნატოს წვრთნებზეა ლაპარაკი, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის ვალდებული არ არის, კარასინის ყველა განცხადებას უპასუხოს:

მე არ მაქვს არანაირი ვალდებულება, რომ კარასინის ყველა სიტყვას ვუპასუხო. გიპასუხეთ, რომ ის არ არის პოლიტიკური პირი. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ველოდებით, რომ დადებითად შეიცვალოს რუსეთის დამოკიდებულება ყველა იმ საკითხის მიმართ, რომელიც ჩვენ გვაღელვებს".

ცნობისთვის: გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს მტრული რიტორიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა“.