დღეიდან ანჩისხატის ეკლესიის ეზოში არსებულ ფონდ "ლაზარეში" პატრიარქის მომავალი ნათლულების რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია სამი დღის განმავლობაში 12:00-დან 16:00 საათამდე ჩატარდება.
პატრიარქის მე-16 საყოველთაო ნათლობა, სავარაუდოდ, 3 მარტს შედგება.შეგახსენებთ, ამ ტრადიციას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, 2008 წელს, ნათლისღების დღესასწაულზე, ჩაუყარა საფუძველი. მშობლების სურვილის შემთხვევაში, პატრიარქი ჯვარდაწერილ ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე და მომდევნო შვილის ნათლია ხდება.
ამ დროისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 7 700-ზე მეტი ბავშვის ნათლიაა.