უცხოეთი
პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციაზე 168 ადამიანი დააკავეს

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. პარიზში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციის დროს პოლიციამ 168 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

მთავრობის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის წინააღმდეგ მოძრაობა „ყვითელი ჟილეტები“ უკვე მეხუთე კვირაა, საპროტესტო გამოსვლებს მართავს. დღეს საფრანგეთის დედაქალაქში დემონსტრაცია კვლავ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. ტრიუმფალური თაღთან შეკრებილ დემონსტრანტებს სამართალდამცველებმა გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. არეულობის დროს პოლიციამ ცრელმსადენი აირი გამოიყენა.

მიმდინარე კვირის დასაწყიში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სპეციალური
მიმართვისას მოქალაქეებს 2019 წლიდან მინიმალური ხელფასების გაზრდასა და საგადასახადო შეღავათებს დაპირდა.

რამდენიმე დღის წინ კი მაკრონმა აქტივისტებს მოუწოდა, სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმიდან გამომდინარე დემონსტრაცია არ გაემართათ. თუმცა, დღეს პარიზის ცენტრსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი მაინც შეიკრიბა.

1tv.ge