სამართალი
ანკარაში საქართველოს საკონსულოში სარკინიგზო ავარიისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შესულა

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ანკარაში საქართველოს საკონსულოში სარკინიგზო ავარიის დროს საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

ანკარაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 43 ადამიანი.

ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და სადგურთან ესტაკადას შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ორი ვაგონი ამოტრიალდა. მატარებელი ანკარა-კონიას რეისს ასრულებდა.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ანკარაში სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ლოკომოტივთან შეჯახება გახდა.