პოლიტიკა
"საქართველოს დისკრიმინაციული შრომის კოდექსი აქვს"

icftuამ აზრისაა ამერიკის პროფკავშირების კონფედერაციის იურისტი ჯეფ ვოთი, რომელიც თბილისში პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა.
საუბარი იმ სარჩელს შეეხო, რომლითაც ამერიკის პროფკავშირების კონფედერაციამ აშშ-ის ხელისუფლებას მიმართა და საქართველოსთვის "GSP"-ს - ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის შეჩერება ითხოვა. საქართველოსთვის პრეფერენციების გაუქმების მოთხოვნას ამერიკის პროფკავშირები იმით ხსნის, რომ ქვეყანას შეუსაბამო და დისკრიმინაციული შრომის კოდექსი აქვს.
აშშ-ის პროფკავშირების კონფედერაციის იურისტმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ელჩთან და ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე გამართა.
იგი ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსა და პარლამენტში კანონმდებლებს შეხვდება.