აქტუალური
საქართველო: 2018 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ექსპორტი 24 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 16,8 პროცენტით

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 324,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18,6 პროცენტით მეტია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აქედან ექსპორტი 3 033,5 მლნ აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 8 291,2 მლნ აშშ დოლარი (16,8 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 5 257,7 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46,4 პროცენტი შეადგინა.