უცხოეთი
ლარა იანი ნაციონალურ სამოსში- ახალი ფოტოები

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ვიცე მისს საქართველო 2017" ლარა იანი "მის სამყარო 2018" -ზე იმყოფება.

ლარა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე კონკურსის მოსამზადებელი პერიოდის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

მოდელი სხვა მონაწილეებთან ერთად ნაციონალურ სამოსში პოზირებს. ნაციონალური სამოსის წარდგენა კონკურსის ერთ-ერთი ნომინაციაა.

"მის სამყარო 2018"-ის ფინალური შოუ ტაილანდში 17 დეკემბერს ჩატარდება.

ხმის მიცემის ინსტრუქციას კონკურსის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე იხილავთ.

ლარა ნაციონალურ სამოსში

კონკურსზე 94 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წლევანდელი 67-ე "მის სამყარო" მონაწილეების რაოდენობით რეკორდს ხსნის.

intermedia.ge