პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ ვიზიტის შესახებ საუბარი იყო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაიასთან შეხვედრაზე.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრებს ნატოსა და ევროკავშირში გამართავს.