აქტუალური
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოება, ბორდერიზაცია და რუსეთის სხვა ქმედებები საქართველოში - ჯეიმს აპატურაი

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განხილული იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და პრიორიტეტული თემები, მათ შორის – ნატო-საქართველოს ურთიერთობები. ამის შესახებ ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც აპატურაიმ აღნიშნა, არჩეულმა პრეზიდენტმა ილაპარაკა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც პრეზიდენტს ექნება.

ნატო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. მე ვილაპარაკ ჩვენს პარტნიორობაზე და ამ პარტნიორობის მიმართ ნატოს ურყევ პოზიციაზე, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ მხარდაჭერაზე. მე მივესალმე არჩეულ პრეზიდენტის გზავნილებს, რომლებზეც მანფაინენშელ ტაიმსშიგამოქვეყნებულ სტატიაში ილაპარაკა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნებას გაატარებს, რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებაა და ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ეს მოხდეს“, - აღნიშნა აპატურაიმ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი კონკრეტული საკითხები, როგორებიც არის შავი ზღვის უსაფრთხოება, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რუსეთის ქმედებები საქართველოში.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ პოლარიზებულ გარემოზეც, რაც საქართველოშია. ამ თემით დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა საუბარი, აგრეთვე გეგმებზე პოლიტიკური დისკუსიის წარმართვის შესახებ, რომელსაც ნატოს წევრი ქვეყნები მიესალმებიან. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით და მისი გზავნილებით დავბრუნდები ბრიუსელში. მინდა, სალომე ზურაბიშვილს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.