სამართალი
პატიმრებისთვის მალე შრომით სასჯელს შემოიღებენ

parlamentiiპარლამენტში დღეს მესამე მოსმენით გრძელვადიანი პაემნების შემოღების საკითხი განიხილება. პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე სესიაზე იმსჯელებენ.

კანონპროექტის თანახმად, გრძელვადიანი პაემნებით ისარგებლებენ ქალები, არასრულწლოვანები და მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს ღია ტიპის დაწესებულებაში იხდიან; ასევე პატიმრები, რომლებსაც თავისუფლების უვადო აღკვეთა აქვთ მისჯილი. არასრულწლოვანებს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა წელიწადში სამჯერ, სხვა მსჯავრდებულებს კი ორჯერ შეეძლებათ. პაემანი 24 საათს გაგრძელდება და 60 ლარი ეღირება.

მთავრობა კიდევ ერთ საკანონმდებლო ცვლილებას ახორციელებს, რომელიც არასაპატიმრო სასჯელის უფრო აქტიურად გამოყენებას გულისხმობს.

პროექტის მიხედვით, ძალაში შევა ეგრეთ წოდებული შრომითი სასჯელის შემოღება, რომელიც საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი იქნება. ცვლილება იმ პატიმრებს შეეხებათ, რომლებმაც ნაკლებად მძიმე დანაშაული ჩაიდინეს.