აქტუალური
საპარლამენტო უმცირესობა 2019 ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობა 2019 სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა, წარდგენილი პროექტი ისეთივე სიღარიბის ბიუჯეტია, როგორიც აქამდე იყო.

ბიუჯეტის პროექტი არ პასუხობს არც ერთ მთავარ გამოწვევას, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს. ნათლად ვხედავთ, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისთვის არანაირი შეღავათი არ არის გათვალისწინებული. ასევე ჩადებულია გაზრდილი ფასები და ინფლაცია“, – განაცხადა კაპანაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭი უყარეს. მომავალი წლის ბიუჯეტში ასიგნებების მოცულობა 13 მილიარდ 90 მილიონს შეადგენს, რაც 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 600 მილიონი ლარით მეტია.