აქტუალური
საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გუშინდელ სავალუტო აუქციონზე 15 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2,6594 შეადგინა.
ეროვნულმა ბანკმა 6 დეკემბერს - 5 მილიონი დოლარი, 10 დეკემბერს კი 10 მილიონი დოლარი იყიდა.