პუბლიკაციები
საქართველოს პრეზიდენტი „არა კრემლის ხელად“ ინიღბება: რით რისკავს ქვეყანა? - ИА REGNUM

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. მოულოდნელად ხისტი პოზიცია მოსკოვის მიმართ, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაიკავა, უამრავ შეკითხვას ბადებს. რატომ არ ღირს, უახლოეს ხანებში მოსკოვსა და თბილისს შორის უმაღლეს დონეზე კონსტრუქციული დიალოგის განახლებას ველოდოთ, მსჯელობს ИА REGNUM-ის მიმომხილველი ავიგდორ ესკინი:

„ინტერვიუ, რომელიც ზურაბიშვილმა ВВС-ს მისცა, გაისმა, როგორც რუსეთთან მოლაპარაკებაზე უარის თქმა და მოსკოვის „ოკუპაციებში“ დადანაშაულება. მეტიც, ზურაბიშვილმა შემაშფოთებელი სურათი გაშალა იმისა, თუ როგორ „მიიწევს საოკუპაციო ხაზი საქართველოს სიღრმეში“. საქართველოს ახალი პრეზიდენტის მიერ გადმოცემული პოზიცია შეიცავს რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობას მხოლოდ ამ მიმართულებით მთლიანობაში დასავლეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების შემდეგ. ეს საგარეო პოლიტიკაში სუვერენიტეტზე უარის თქმას ჰგავს, ასე არ არის? მაგრამ მიზეზი, შესაძლოა, უფრო პროზაულიც იყოს: ზურაბიშვილისთვის ახლა უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება, მოიგერიოს ოპოზიციის ბრალდებები იმაში, რომ ის „მოსკოვის ხელია““.