საზოგადოება
გარდაიცვალა ციცინო ივანიშვილი

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. საქინფორმი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გუშინ, 11 დეკემბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დედა ციცინო ივანიშვილი.

საქინფორმის რედაქცია გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბატონ ბიძინას, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.