სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისში 36 წლის მამაკაცი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეჭვმიტანილის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით 0,5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ჰეროინს შეიცავს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.