პოლიტიკა
თბილისის მერი, პარლამენტის სპიკერის კვალდაკვალ, მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას დედაქალაქის მერი კახ კალაძე სისულელეს უწოდებს. მისი თქმით, ცვლილებები მაშინ განხორციელდება, როცა ამის საჭიროება დადგება.

ეს არის სისულელე. კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ ამ სისულელეზე. ცვლილებები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როცა იქნება ამის საჭიროება”, - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ ლაპარაკობდა პარტიის თავმჯდომარე არჩევნების შემდეგ ცვლილებებზე, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ როცა სამთავრობო ცვლილებების საჭიროება დადგება, საზოგადოებისთვის წინასწარ გახდება ცნობილი.

იქნება, იქნება. როცა ამის საჭიროება და დრო დადგება, აუცილებლად იქნება ცნობილი თქვენთვის და საზოგადოებისთვის”, - აღნიშნა კახი კალაძემ.