საზოგადოება
თბილისის მეოთხე საავადმყოფოს თანამშრომლები ხელფასების მოთხოვნით გაიფიცნენ

gaficva_eqimebiდილის 9 საათიდან საავადმყოფოს 600–მდე თანამშრომელი გენერალური დირექტორის კაბინეტთან შეიკრიბა და მუშაობა შეწყვიტა.

მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მიღებაა. მედიკოსების განცხადებით, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში მათ ხელფასები არ მიუღიათ და, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი ხვალ დილიდანაც არ იმუშავებენ.