უცხოეთი
პროტესტი პარიზში - პირველი არხის ექსკლუზიური ვიდეომასალა უკომენტაროდ (ვიდეო)

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების დღევანდელი აქციების შედეგებს აჯამებენ – 135 დაშავებული და ათასამდე დაკავებული.

პარიზში განვითარებული მოვლენების შესახებ პირველი არხის მაყურებელსა და ვებგვერდის 1tv.ge-ს მკითხველს მთელი დღის განმავლობაში ექსკლუზიურ მასალას გურამ როგავა და გიორგი დვალიშვილი ადგილიდან აწვდიდნენ.

აქციებზე საფრანგეთის დედაქალაქში პოლიციამ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა. რთულ ვითარებაში მოუწია მუშაობა პირველი არხის გადამღებ ჯგუფსაც.

ნახეთ პარიზის პროტესტის ამსახველი ექსკლუზიური ვიდეომასალა უკომენტაროდ.

1tv.ge