სამართალი
ნატო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და საქართველო აგრძელებს რეფორმებს - ჯეიმს აპატურაი

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ნატოს წევრი ქვეყნები მიესალმებიან საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, – ამის შესახებ პირველ არხს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განუცხადა.

როგორც აპატურაიმ აღნიშნა, გასულ კვირას ნატოში გამართულმა შეხვედრებმა დაადასტურა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ორგანიზაციაში მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაშია.

ნატო რჩება ერთგული ამ გადაწყვეტილებების და აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ნატოს წევრი ქვეყნები მიესალმებიან საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამბობენ, რომ ნატოს მიერ მხარდაჭერილი რეფორმები ეხმარება საქართველოს, რომ ასპირანტი ქვეყანა დაუხლოვდეს ნატოს სტანდარტებს. ნატო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და საქართველო აგრძელებს რეფორმებს. მომავალ წელს ჩვენ ჩავატარებთ ერთობლივ წვრთნებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დასტური იმის, რომ ერთი გუნდი ვართ. ნატოსაქართველოს ერთობლივი სწავლება 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართება”, – განაცხადა აპატურაიმ.