სამართალი
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს“ დარჩენილი ხუთი დეპუტატიდან კიდევ ერთი დატოვებს? - საქინფორმი

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, უფრო ადრე ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა ნატო ჩხეიძემ - „ომეგა ჯგუფის“, ტვ „იბერიას“, ავტოსალონისა და თამბაქოს საწარმოების მფლობელის, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მეუღლემ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხელისუფლებას ომი გამოუცხადა და ბიძინა ივანიშვილს ლონდონის სასამართლოში უჩივლა. დღეს კი დეპუტატმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ გიორგი ლომიამ განაცხადა, რომ საქართველოს ახალ პრეზიდენტს „იძულებითი ლეგიტიმაცია“ აქვს, რაც ეწინააღმდეგება პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ და მისი გენმდივნის ირმა ინაშვილის პოლიტიკას, რომლებმაც მე-2 ტურში სალომე ზურაბიშვილს მძლავრი მხარდაჭერა გაუწიეს. საქინფორმი შეგახსენებთ, რომ ლომია და ჩხეიძე „პატრიოტთა ალიანსის“ დელეგაციის წევრები იყვნენ, რომელიც მოსკოვში ლეონიდ კალაშნიკოვთან შეხვედრებზე ჩადიოდა.

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია მთელი მსოფლიოს მიერ არის დადასტურებული.

თამარ ჩუგოშვილი ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის გიორგი ლომიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება არ უნახავს.

თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, უცნაური არათანმიმდევრულობაა მათ პოზიციებში. მათგან სხვა რაღაცეებს ვისმენდით, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობაზე არანაირი სერიოზული კითხვები არ შეიძლება არსებობდეს, ეს მთელი მსოფლიოს მიერ დადასტურებულია”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.