პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რომლის არმიამ ხმა სააკაშვილის კანდიდატს მისცა, რუსეთის შეშინება გადაწყვიტა

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ შეიარაღებულ ძალებში მაქსიმალურად უნდა დაინერგოს ნატოს სტანდარტები.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, შეიარაღებული ძალები უნდა გახდეს ძლიერი, რათა პოტენციურ აგრესორს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში ადეკვატურ პასუხს მიიღებს.

ჩვენი შეიარაღებული ძალები ისეთი ძლიერი უნდა გახდეს, რომ პოტენციურ აგრესორს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში მიიღებს ადეკვატურ პასუხს, დიდი პოლიტიკური და სამხედრო ფასი დაუჯდება. მეორე მნიშვნელოვანი პრინციპია ტერიტორიული თავდაცვის პრინციპი, რომელიც თავის თავში მოიცავს, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში აგრესორი უნდა იყოს შეჩერებული სამხედრო გზით. შესაბამისად, ჩვენი ეროვნული თავდაცვის გეგმა ოპერატიულ მოთხოვნებთან მიმართებაში უნდა იყოს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ადეკვატური”, – განაცხადა იზორიამ.