აქტუალური
საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ეროვნულმა ბანკმა გუშინდელ სავალუტო აუქციონზე 5 მილიონი დოლარი შეისყიდა.
ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6704 შეადგინა.
ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტა ბოლოს 16 ნოემბერს შეისყიდა და რეზერვები 10 მილიონი დოლარით შეივსო.