უცხოეთი
რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის სასაზღვრო შეთანხმება კონსტიტუციურად ცნო

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის დადებული სასაზღვრო შეთანხმება კონსტიტუციურად ცნო. შეთანხმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ინგუშეთის პრეზიდენტმა, იუნუს-ბეკ ევკუროვმა მიმართა.

სასამართლო მოსმენაზე ინგუშეთისა და ჩეჩნეთის პრეზიდენტების ადვოკატებმა თქვეს, რომ ევკუროვი და კადიროვი სასაზღვრო შეთანხმებას რუსეთის მთავარ კანონთან შესაბამისად მიიჩნევენ.

ადვოკატების პოზიციას რუსეთის პრეზიდენტისა და ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ. ჩეჩნეთისა და ინგუშეთის პრეზიდენტებმა სასაზღვრო ზონაში ტერიტორიების გაცვლის შეთანხმება 26 სექტემბერს გააფორმეს. შეთანხმებამ უკმაყოფილება გამოიწვია ინგუშეთის მოსახლეობაში. ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კი, დაადგინა, რომ შეთანხმების დამტკიცება მხოლოდ რეფერენდუმის შემდეგ არის შესაძლებელი.

1tv.ge