სამართალი
ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიის სხდომაზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე ისაუბრეს

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოსთვის MAP-ის (წევრობის სამოქმედო გეგმის) მინიჭების საკითხზე დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ, – ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიის ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

შეხვედრაზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი წამოწიეს და საგარეო საქმეთა მინისტრებს ჰქონდათ მოსაზრება. ამიტომ ამ კითხვაზე პასუხს მათ დავუთმობ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ნატო საქართველოს რეფორმების განხორციელებასა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაში ეხმარება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მოუწოდა მოსკოვს, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან.

რუსეთის აგრესიული ქცევისა და მეზობლების საზღვრების უპატივცემლობის მაგალითია საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა დასამხრეთ ოსეთშირუსეთის სამხედროების ყოფნა. რუსეთმა უკან უნდა წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს რეგიონებიდან. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა მოვამზადოთ საქართველო ნატოს წევრობისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაღიარეთ საქართველოს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები. ასევე მადლობა გადავუხადეთ საქართველოს ავღანეთის მისიაში კონტრიბუციისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.