ესპანეთში კრიმინალური დაჯგუფების რამდენიმე ქართველი წევრი დააკავეს
ესპანეთში კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ისინი კოსტა დელ სოლში სახლებს ძარცვავდნენ. დაკავებულია 6 ადამიანი, დაჯგუფების რამდენიმე წევრი ქართველია. დაკავებულების ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება. მათ ბრალი ძალადობაშიც ედებათ. ექვსივე დაკავებული მოქალაქე წინასწარი პატიმრობის საკანშია.
გავრცელებული ცნობით, არც ერთ მათგანს არ მისცეს თავდებით გათავისუფლების უფლება. გამოძიება მარბელას პოლიციამ 2010 წლის სექტემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ორმა კრიმინალმა ღამით სახლი გაძარცვა. სახლის მფლობელი სცემეს, მისი მეუღლე კი გააუპატიურეს. ესპანელი სამართალდამცველების ცნობით, გამოძიება ჯერ დასრულებული არაა.